ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას – საერთოდ ჩამოყალიბდით, ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს, ემსახურებით სხვა სახელმწიფოს, თუ სახელმწიფოებს? ეს არის მთავარი კითხვა და ამაზე უნდა გასცეს პასუხი ყველამ

თქვენ საერთოდ ჩამოყალიბდით, ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს, ემსახურებით სხვა სახელმწიფოს, თუ სახელმწიფოებს. ამაზე გიფიქრიათ საერთოდ ოდესმე?! ეს არის მთავარი კითხვა და ამაზე უნდა გასცეს პასუხი ყველამ,- ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ოპოზიციას მიმართა. მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ.

პრემიერის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ აღიარა, რომ მათი სურვილი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და გაუგებარია, თუ როგორ არ უჩნდებათ მათ ელემენტარული პროტესტი.

„თქვენგან ნული, არავითარი რეაქცია, რეაგირება, პროტესტი არ გამიგონია,“- აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: როგორც კი ქართული პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალებისგან, როგორებიც არიან სააკაშვილი, გვარამია და სხვები, მაშინვე გავხდებით სრულად ევროპული ქვეყანა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი სალომე სამადაშვილზე – პირდაპირ მითხრეს ევროპარლამენტში, რომ ეს და სხვა ადამიანები მიზანმიმართულად მტრობენ საქართველოს; ეს არის მტრობა და თქვენ პროტესტი არ გიჩნდებათ აბსოლუტურად არც ერთს