ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას – ჩვენ კი არ გვენიჭება ეს სტატუსი, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ენიჭება, თუმცა, თქვენ რაში გაინტერესებთ, არც ქვეყანა, არც ხალხი

რა უნდა გვემუშავა, ეს იგივეა, რომ ვემუშაოთ ამ ადამიანებს, სააკაშვილს რომ ვემუშაოთ, რომ ნუღარ მტრობ ქვეყანას, ნუ ქმნის საბოტაჟს ხალხის, ქვეყნის წინააღმდეგ, რა აზრი აქვს, მითხარით. რა აზრი აქვს ამ ადამიანებთან საუბარს, გამაგებინეთ და კი ბატონო, მოგყვებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ალექსანდრე რაქვიაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. დეპუტატი დაინტერესდა, 308 ევროპარლამენტართან ხელისუფლებას რომ ჰქონოდა შეხვედრა, თუ შეიცვლებოდა რამე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ წუთამდეც კი კეთდება საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები.

„და თქვეს, რომ მაშინ თქვენმა პარტნიორმა პარტიებმა რატომ დაუჭირეს მხარიო. ასე არ იყო, მეგობრებო. სოციალისტურმა პარტიამ, რომლის ჯგუფშიც ვართ ჩვენ გაწევრიანებული, არ დაუჭირა მხარი, ასეა მემგონი და სხვებმაც. და პირიქით, ახლა ძალიან ბევრი, დღემდე, ამ წუთამდე კეთდება განცხადებები, როდესაც აქ ვსაუბრობთ, კეთდება პირიქით, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები.

არ შეუძლიათ ახლა ამათ, რომ მობილიზება გაუკეთონ თავის EPP-ის პარტიაში მხარდამჭერი განცხადებები, თქვან, რომ მიუხედავად ამათ მიერ აღწერილი პრობლემებისა, აღქმებისა, მოითხოვონ, რომ საქართველო, როგორც მართლაც უპირობო ლიდერი ამ ასოცირებული ტრიოსი, მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ კი არ გვენიჭება ეს სტატუსი, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ენიჭება. თუმცა, თქვენ რაში გაინტერესებთ, არც ქვეყანა, არც ხალხი. იყავით უმცირესობა, მართავდით, ჩაგრავდით, ტანჯავდით ხალხს. ეს არის, უბრალოდ.

პირდაპირ მითარგმნეს ევროპელმა კოლეგებმა ამათი ნათქვამი, ჩვენზე – საქართველოს რომ მისცეთ ახლა სტატუსი, ისე, როგორც მისცეს მოლდოვას და უკრაინას, ჩვენ საქმე აღარ გვექნებაო, რა გავაკრიტიკოთ მაშინ. პოლარიზაციის საშუალება ერთმეოდათ ბოლომდე, ახლა პირიქით, მიეცათ პოლარიზაციის საშუალება, ეს მუდმივად ხმაურის და დესტაბილიზაციის შექმნის, მაინც არაფერი არ გამოგივათ, იმიტომ, რომ ხალხი ბრძენია, კარგად იცის თქვენი ხელწერა, ილუზიებში ხართ.

რაც მალე დაბრუნდებით რეალობაში, უკეთესი თქვენთვის, ჩვენთვის, ქვეყნისთვის და ხალხისთვის. თქვენ ხალხზე რომ არ ფიქროთ, ეს კარგად ვიცით, ვნახეთ 9 წელი როგორ იფიქრეთ ხალხზე, ჩააბარეთ ტერიტორიები, გაანადგურეთ და აწამეთ ხალხი, დატანჯეთ“, – განაცხადა პრემიერმა.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – სამხედრო ქალაქი – ჯარის ქალაქი უკვე აშენებულია, იგივე პროგრამა დავიწყეთ მე და ბატონმა ვახტანგ გომელაურმა, ჩვენს გმირ პოლიციელებს ასევე ავუშენებთ ათას ბინიან პოლიციის ქალაქს
შემდეგი სტატია“მიენიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, შემდეგ შეფასდება, როგორ ხორციელდება საჭირო რეფორმები”- ლეიენი