ირაკლი ღარიბაშვილი – ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები, შევიდნენ პარლამენტში და დაასრულონ მასკარადი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ჟოზეფ ბორელზე ორგანიზებული თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ძალასთან აქვთ საქმე“.

მისი თქმით, ოპოზიციას ორი არჩევანი აქვს დარჩენილი.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ ორგანიზებულ თავდასხმას, რომელიც ოპოზიცის წარმომადგენლებმა განახორციელეს და მიიტანეს შეტევა ვიცე-პრეზიდენტ ბორელის მისამართით. კიდევ ერთხელ უჩვენებს, საერთოდ რა ძალასთან გვაქვს საქმე. ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას და მათ დესტრუქციულ ქმედებებს. აქედან გამომდინარე, მინდა, ვთქვა, რომ დღეს ოპოზიციას დარჩა სულ რაღაც ორი არჩევანი – ერთი, რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი უცხოელი, სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში, დაასრულონ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, ეს, ასე ვთქვათ, მასკარადი და აბსოლუტურად არაპროდუქტიული ქმედებები. მეორე, თუ გააგრძელებნ კვლავაც დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიავტოკეფალიის აღმდგენი წმ. მამები საფლავში ტრიალებენ
შემდეგი სტატიაგიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია 18 წლისაა