ირაკლი ღარიბაშვილი- ნატოს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში, საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად

ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ნატოს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში, საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ საერთო ფასეულობების დასამკვიდრებლად.

“ყოველთვის სასიამოვნოა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა. ნატოს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში, საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ საერთო ფასეულობების დასამკვიდრებლად”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიბორის ჯონსონი – დამატებით გამოყოფილი 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი საქართველოს დაეხმარება ჩვენი საერთო უსაფრთხოების კონტექსტში საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში
შემდეგი სტატიასაზღვაო ძალების სარდალმა ნეიჟპაპას ნატოს საზღვაო სარდლობის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა