ირაკლი ღარიბაშვილი – ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა განიხილეს.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. განვიხილეთ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა. საქართველო აძლიერებს კავშირებს ევროკავშირთან და მოუთმენლად ელის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს პრემიერი.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს − ოლივერ ვარჰეის შეხვდა
შემდეგი სტატიასამადაშვილი – პრეზიდენტი არ აპირებს დაემორჩილოს რუსეთის და მისი მოკავშირე ხელისუფლების მცდელობებს, ჩავარდეს ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივა – აპირებს, გააგრძელოს შესაბამისი მოქმედება