ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობას“ – იცით რა არის უბედურება? თქვენ იცით, რომ თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია, არაფერი გაგაჩნიათ რეალურად, ერთადერთი ბერკეტი, რაც ჰქონდათ დარჩენილი, რომ რამენაირად ომში მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის ჩართვა, არ გამოუვიდათ, არ გამოგივათ არასოდეს!

იცით რა არის უბედურება? თქვენ იცით, რომ თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია, არაფერი გაგაჩნიათ რეალურად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპოზიციას ეს არ გამოუვიდა და არასოდეს გამოუვა.

„ერთადერთი ბერკეტი, რაც ამათ ჰქონდათ დარჩენილი, რომ რამენაირად ომში მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის ჩართვა, ესეც ვერ მოახერხეს, შემოაგზავნეს მთავარი კონტრაბანდის საქონელი – სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა რეალურად ომის, რევოლუციის მოწყობა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია. არ გამოუვიდათ. არ გამოგივათ არასოდეს. ამის შემდეგ ისმის კითხვა, რატომ შემოვიდა ბატონი სააკაშვილი საქართველოში – ერთადერთი მიზნით, მეგობრებო, რამენაირად მომხდარიყო აქ დესტაბილიზაცია. მანამდე ვთქვი კიდევაც, ნოემბერ-დეკემბერში იგეგმებოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრა. რეალურად არსებობდა გეგმა იმისა, რომ თუ აქ დაიწყებოდა დესტაბილიზაცია, ქვეყანაში ომი დაიწყებოდა. ოკუპირებულ ქვეყანაში, მოგმართავთ თქვენ, თუ გონიერება გაქვთ შერჩენილი, როცა ვიღაც ადამიანი ფიქრობს რევოლუციის მოწყობაზე, ეს ნიშნავს თუ არა პირდაპირ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას მთლიანად. ელემენტარული პროვოკაცია სჭირდება და ძალიან მარტივია ამ პროვოკაციის მოწყობა, რომ აქ ხელმეორედ გაიმართოს ომი. თქვენ ეს გაცნობიერებული გაქვთ? კიდევ ერთხელ გისვამთ ამ კითხვას. ის უბედურება, რაც გავიარეთ ჩვენ დაწყებული 90-იანი წლების შემდეგ, ორი ომი რუსეთთან – აფხაზეთში, ოსეთში, შემდეგ სამოქალაქო ომი, ახლა 2008-ში ეს უგუნური ომი, ამ ყველაფერზე ვინ არის პასუხისმგებელი? ხელისუფლება, ხელისუფალი ადამიანები, რომლებიც მართავენ, განკარგავენ ადამიანების ბედს“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას – უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი გამოვიდა და თქვა, რომ მათი სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსა და მოლდოვაში; როგორ არ გიჩნდებათ ელემენტარული ემოცია, ან პროტესტი?!
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: როგორც კი ქართული პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალებისგან, როგორებიც არიან სააკაშვილი, გვარამია და სხვები, მაშინვე გავხდებით სრულად ევროპული ქვეყანა