ირაკლი ღარიბაშვილი – მწუხარებას გამოვთქვამ სახელგანთქმული ქართველი ხელბურთელის იმედო ფხაკაძის გარდაცვალების გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელგანთქმული ქართველი ხელბურთელის იმედო ფხაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მისი სახით ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი.

„მწუხარებას გამოვთქვამ სახელგანთქმული ქართველი ხელბურთელის იმედო ფხაკაძის გარდაცვალების გამო. მისი სახით ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი. იმედო ფხაკაძის სახელთან არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ხელბურთელთა ნაკრების არაერთი წარმატება.

ვუსამძიმრებ იმედო ფხაკაძის ოჯახს, ახლობლებს და ქართული ხელბურთის გულშემატკივრებს ამ დიდ დანაკლისს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

banner
წინა სტატიაშიგადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი!- ჟურნალისტების პროტესტი გორში
შემდეგი სტატიაროგორია მარნეულში დაჭრილების მდგომარეობა