ირაკლი ღარიბაშვილი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე – ევროკომისარს მე გავაცანი ჩემი ბოლო მონაწილეობა ამ პროცესში

ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას და ვითარებას, როგორიც არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და მისი შემდგომი დარეგულირების საკითხები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მან ევროკომისარს გააცნო მისი ბოლო მონაწილეობა აღნიშნულ პროცესში.

„ევროკომისარს მე გავაცანი ჩემი ბოლო მონაწილეობა ამ პროცესში, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ჩართულობით, 15 სამხედრო იქნა გათავისუფლებული, ასევე სომხეთმა გადასცა აზერბაიჯანს რუკები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრეცენდენტი იყო, რომელიც ჩვენ ერთად შევქმენით, რომ საქართველომ იტვირთა მედიატორის როლი, კონფლიქტის დარეგულირების საქმეში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიკუდამოძუებული დაახვიე აქედან – ხმაური უგულავას პროცესზე
შემდეგი სტატიაგორში პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად, “ტრუტის” ძმისშვილი დააკავა