ირაკლი ღარიბაშვილი – მთავარი რეკეტიორი ბიზნესის, ამ სამარცხვინო რეზოლუციაში კეზერაშვილის სახით ჩაწერეს, მე შევახსენებ EPP-ს და ყველა ევროპელს, რომ მისი ფირმა, მას შემდეგ, რაც ის წავიდა თანამდებობიდან, ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვა ჰქონდა მის კომპანიას

მთავარი რეკეტიორი ბიზნესის, ამ სამარცხვინო რეზოლუციაში კეზერაშვილის სახით ჩაწერეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, კეზერაშვილის ფირმას, ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვა ჰქონდა მას შემდეგ, რაც ის წავიდა თანამდებობიდან.

„გამოდის სახალხო დამცველი, ქალბატონი ლომჯარია. საჯაროდ თქვა, რომ ამას მირჩევნიაო, ბომბებისგან მიღებული ცეცხლი და წვა მივიღოთო. უკაცრავად და ვინ უნდა მიიღოს, ქალბატონი ლომჯარია საერთოდ ვის უნახავს სააკაშვილის დროს. ვინმეს გახსოვთ საერთოდ, სახალხო დამცველი გამოსულიყო, მაშინ სხვა პოზიციაზე მუშაობდა, რაიმე საჯაროდ დაეგმო, ადამიანების წამება, ტანჯვა, გაუპატიურება, მკვლელობები, ბიზნესის დატერორება. მთავარი რეკეტიორი ბიზნესის, ამ სამარცხვინო რეზოლუციაში კეზერაშვილის სახით ჩაწერეს. მე შევახსენებ EPP-ს და ყველა ევროპელებს, რომ მისი ფირმა, მას შემდეგ, რაც ის წავიდა თანამდებობიდან, ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვა ჰქონდა მის კომპანიას. საიდან მეგობრებო – ჯარის ძარცვიდან, ბიზნესის რეკეტისგან. მედია თავისუფლება რომ არის ქვეყანაში, ვინმეს კითხვა აქვს ევროპაში და ამერიკაში? ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. მაგ რეზოლუციას მე ვაპროტესტებ. აკლდა მეგის ქარდავა, მთავარი ჯალათი, სააკაშვილის სახე, რომელიც აწამებდა, აუპატიურებდა, მისი მკვლელების ბრიგადები ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – საგარეო გამოწვევების ფონზე ექსპორტი 48,4%-ით გაიზარდა და შეადგინა 504 მილიონი დოლარი, ხოლო იანვარ-მაისში ექსპორტი გაიზარდა 36%-ით და 2 მილიარდი დოლარი შეადგინა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: “2012 წლამდე ქვეყანაში არავითარი დემოკრატიის ნიშანწყალი არ არსებობდა