ირაკლი ღარიბაშვილი – მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, სპორტულ წყვილებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა წყვილმა საქართველოდან, კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ; ვულოცავ ჩვენს სპორტსმენებს და ქართველ გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, სპორტულ წყვილებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ეს არის საქართველოს პირველი ოქრო სპორტის ამ სახეობაში.

„ტალინში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, სპორტულ წყვილებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა წყვილმა საქართველოდან, კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ. ეს არის საქართველოს პირველი ოქრო სპორტის ამ სახეობაში.
ლუკა ბერულავა წარმოშობით აფხაზეთიდანაა.
ვულოცავ ჩვენს სპორტსმენებს და ქართველ გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას და კვლავაც წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ჩემპიონებს, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპუტინი იმ სამხედრო მეთაურების რეპრესიებს აგრძელებს, რომლებმაც უკრაინასთან ომში “მოლოდინი არ გაამართლეს”
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდა, სადაც „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით მოსარგებლე ფერმერის მიერ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა და გაშენებული ბაღი დაათვალიერა