ირაკლი ღარიბაშვილი-მსოფლიო განაგრძობს ჩვენი ეკონომიკური, ფინანსური და საკანონმდებლო რეფორმების აღიარებას

მსოფლიო განაგრძობს ჩვენი ეკონომიკური, ფინანსური და საკანონმდებლო რეფორმების აღიარებას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანი რეიტინგები ცხადყოფს, რომ საქართველომ თვალსაჩინო წინსვლა იქონია იმისთვის, რომ რეგიონში ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად ჩამოყალიბებულიყო და ძლიერი ეკონომიკური განვითარება ჰქონოდა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი წინსვლა აქვს ანტიკორუფციული ზომების განხორციელების, პრესის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით.

„მსოფლიო განაგრძობს ჩვენი ეკონომიკური, ფინანსური და საკანონმდებლო რეფორმების აღიარებას. რამდენიმე მნიშვნელოვანი რეიტინგი ცხადყოფს, რომ საქართველომ თვალსაჩინო წინსვლა იქონია რეგიონში ერთერთ წამყვან ქვეყნად რომ ჩამოყალიბებულიყო და ძლიერი ეკონომიკური განვითარება რომ ჰქონოდა. მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო მე-7 ადგილს იკავებს 190 ქვეყანას შორის ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით;

ეკონომიკური თავისუფლების საზომით, „ჰერითიჯის ფონდის“ ინდექსში საქართველოს მე-12 ადგილი უკავია 184 ქვეყანას შორის;

„ფრეიზერის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის თანახმად, საქართველო მე-5 ადგილზეა 165 ქვეყანას შორის. აქ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 3 საფეხურით დავწინაურდით.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დიდი წინსვლა გვაქვს ანტიკორუფციული ზომების განხორციელების, პრესის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – 2012 წლიდან მოყოლებული დემოკრატიული არჩევნები 6-ჯერ ჩავატარეთ საქართველოში
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ახლახანს, ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ცენტრი შევქმენით ავღანეთიდან ევაკუირებული ათასობით ადამიანისთვის და ხელი შევუწყეთ 60-ზე მეტი ავიარეისის შესრულებას