ირაკლი ღარიბაშვილი – მინდა წარმატება ვუსურვო ყველა აბიტურიენტს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს. მთავრობის მეთაური ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

“დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა აბიტურიენტს. იმედს გამოვთქვამ, თითოეული თქვენგანი საუკეთესოდ გაართმევს თავს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის ამოცანას და საფუძველს ჩაუყრის საკუთარ პროფესიულ წარმატებას”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

banner
წინა სტატიაშირეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები სამეგრელოში მიმდინარე პროექტებს გაეცნენ
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი – „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს აქვთ უფლება, გამოხატონ თავიანთი აზრი