ირაკლი ღარიბაშვილი – მინდა კითხვა დავუსვა ძვირფას ოპონენტებს – ომის შემდეგ თქვენ რა გააკეთეთ, რომ სანქციები დაგეწესებინათ რუსეთისთვის? ნული, არაფერი არ გაგიკეთებიათ

ომის შემდეგ, ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველომ, მათი ლიდერობით, მათი ხელისუფლების დროს მოაწერა ხელი, ფაქტობრივად, კაპიტულანტურ რეზოლუციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშს წარადგენს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამის შემდეგ, ომის შემდეგ, მათი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიყიდეს სტრატეგიული ობიექტები.

„გამოდიოდა ვანო მერაბიშვილი და ამბობდა, რომ რუსულ ფულს სუნი არ აქვსო. ეს ცნობილი გამონათქვამი ყველას კარგად გვახსოვს. ეს ყველაფერი მოხდა აგვისტოს ომის შემდეგ. ახლა, რატომ მოვყევი ამდენი – მინდა ყველაფერი შევახსენო, მოსწონთ, თუ არ მოსწონთ, უნდა მოითმინონ და მოისმინონ ბოლომდე მათი დანაშაულებები.

დღეს ჩვენ მოგვიწოდებენ – სანქციებს რატომ არ შეუერთდით, რატომ არ დაუწესეთ ეკონომიკური სანქციები – ანუ ჩვენს ხალხს რატომ არ დაუწესეთ სანქციები, ეს ხომ ამას ნიშნავს, ფაქტიურად, ამ რისკების გათვალისწინებით, რომლებზეც ახლა გესაუბრეთ, წინა მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, მინდა კითხვა დავუსვა ძვირფას ოპონენტებს – ომის შემდეგ თქვენ რა გააკეთეთ, რომ სანქციები დაგეწესებინათ რუსეთისთვის? ნული, არაფერი. არაფერი არ გაგიკეთებიათ. არავითარი აქტივობა მათი მხრიდან მსოფლიოში არ გვინახავს ჩვენ, პირიქით, მოაწერეს კაპიტულანტურ რეზოლუციას, მიჰყიდეს რუსულ სახელმწიფო კომპანიებს სტრატეგიული აქტივები, ენერგეტიკული ობიექტები, უამრავი, ათეულობით ენერგეტიკული ობიექტი. ამის შემდეგ თქვენმა გუნდმა, სააკაშვილმა დაუწესა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს, მაგარი სანქციები გაატარეს“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი ოპოზიციას – ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ – ივანიშვილს ლარი არ უშოვია საქართველოში, კაცმა თავისი შრომით და ნიჭით იშოვა სხვა ქვეყნებში და დახარჯა ჩვენს ქვეყანაში
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ოპონენტებს – ყველაფერი გააკეთეს მათი ლობისტების მეშვეობით, მათი მთავარი მხარდამჭერის, ევროპის სახალხო პარტიის სამასი დეპუტატის მობილიზება შეძლეს და მიიღეს ანტი-ქართული, ანტი-სახელმწიფოებრივი რეზოლუცია, ეს გააკეთეთ თქვენ, ესაა მავნებლობა და ესაა მტრობა საქართველოსი