ირაკლი ღარიბაშვილი – მიმაჩნია, რომ დღეს საკმაოდ სტაბილური პოლიტიკური გარემო გვაქვს, ქვეყანას აქვს ეკონომიკური სტაბილურობაც, გასულ წელს 10.4 %, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 14.4 %-ანი ეკონომიკური ზრდა ვაჩვენეთ

„რაც შეეხება პოლარიზაციას, ის ყველგანაა. საქართველოს პოლიტიკა ემოციებით არის გაჯერებული. ჩვენ ვცდილობთ დეესკალაცია მოვახდინოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ პოლარიზაცია. მიმაჩნია, რომ დღეს საკმაოდ სტაბილური პოლიტიკური გარემო, პოლიტიკური სტაბილურობა გვაქვს. ასევე გვაქვს ეკონომიკური სტაბილურობაც, კარგი და ძლიერი ეკონომიკური ზრდა – გასულ წელს 10.4 პროცენტით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი 14.4 პროცენტიანი ზრდა ვაჩვენეთ,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანას ბევრი ოპოზიციური პარტია ყავს და ამასთან, მედიასივრცე ძალიან დივერსიფიცირებულია.

„რა თქმა უნდა, ოპოზიცია ყველგანაა და მათი დანიშნულება მთავრობის კრიტიკაა, რაც საკმაოდ ნორმალური რამ გახლავთ. ბევრი ოპოზიციური პარტია გვყავს ქვეყანაში. მხოლოდ პარლამენტში 9 პარტიაა. ბევრი ოპოზიციური სატელევიზიო არხი მუშაობს ქვეყანაში და ზოგადად მედიასივრცე ძალიან დივერსიფიცირებულია,“- განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიმივესალმებით ინოვაციებს ენერგეტიკაში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას – დავითაშვილი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ამერიკა საქართველოს იმ დღიდან ეხმარება, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, თან მნიშვნელოვნად; 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი აქვს გამოყოფილი ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში