ირაკლი ღარიბაშვილი-მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირში საღი აზრი, რაციონალურობა, წინახედულობა და სტრატეგიული აზროვნება გაიმარჯვებს და ევროპა აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც შარშან დაუშვეს, როცა საქართველოს უსამართლოდ მოექცნენ

მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირში საღი აზრი, რაციონალურობა, წინახედულობა და სტრატეგიული აზროვნება გაიმარჯვებს და ევროპა აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც შარშან დაუშვეს, როცა საქართველოს უსამართლოდ მოექცნენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპელ კოლეგებთან საუბრისას მას ძლიერი არგუმენტები აქვს, რომლის გაზიარებაც მოუწევთ.

„მე რაც უფრო ვესაუბრები ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მათ ვუხსნი და მაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები, რომლის გაზიარებაც ჩვენს ევროპელ კოლეგებს უწევთ და მე ვფიქრობ, მოუწევთ. მე მჯერა, რომ ევროკავშირში გაიმარჯვებს საღი აზრი, გონივრულობა და წინახედულობა და მე ვფიქრობ, ევროპა აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც შარშან დაუშვეს, როცა საქართველომ, უნდა ითქვას, რომ ასე ვთქვათ, დაჩაგრეს, მოექცნენ უსამართლოდ და ამით რეალურად საქმე გაუკეთეს არა ჩვენს ქვეყანას ან ევროპას, არამედ სხვას, რომელიც დაინტერესებულია უფრო მეტი განსხვავებულობის დემონსტრირებით. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ევროპელ კოლეგებს ჩვენ ყველაფერი ავუხსენით, მათ გაიზიარეს ეს არგუმენტები. ჩემი მთავარი არგუმენტი არის ის, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამის თაობაზე, რომ ქვეყანამ მიაღწია ძალიან ხელშესახებ შედეგს, ყველა მიმართულებით, ჩვენ წინ ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას, ბოსნია- ჰერცოგოვინას, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი შარშან და ჩვენ არ მივიღეთ სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, ჩვენ უსამართლობას და ასეთ მჩაგვრელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას არ შევეგუებით, ამაზე ჩვენ გვექნება და გვაქვს ძალიან პრინციპული საუბარი ყველა ჩვენს ევროპელ კოლეგასთან და მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს რაციონალურობა, წინახედულობა და სტრატეგიული აზროვნება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დისკუსიის მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერაა, ძლიერი შეტყობინებაა პუტინისთვის, რომ არ შევეგუებით სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიას – ლაიენი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- ევროპელი კოლეგების მხრიდან საჭიროა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯი და ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი გრანადაში