ირაკლი ღარიბაშვილი – მართმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო არის უპირობო ლიდერი

კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო არის უპირობო ლიდერი. პირველ ადგილზე არის რეგიონში 14 ქვეყანას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ყველამ კარგად ვიცით რომ ჩვენ სამეულში ე.წ. ასოცირებულ ტრიოში უპირობო ლიდერები ვართ. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, საქართველო – გლობალური რეიტინგი – 49 ადგილი მსოფლიოში, რეგიონული რეიტინგი 1- ლი ადგილი, 14 ქვეყანას შორის, უკრაინა – მაინტერესებს თუ იცით თქვენ რომელ ადგილზეა, გლობალური რეიტინგი 74-ე ადგილზე და რეგიონული მე-7 ადგილი, 14 ქვეყნას შორის, ჩვენ ვართ პირველ ადგილზე მეგობრებო. მოლდოვა, გლობალური რეიტინგი 73-ე მსოფლიოში და რეგიონული რეიტინგით მე-6, აქაც ანუ მართმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო არის უპირობო ლიდერი. პირველ ადგილზე არის რეგიონში 14 ქვეყანას შორის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდალოცვილმა ხალხმა, რომელსაც ვეხვეწებით, მიგვიღეთო, გვითხრეს, რომ პოლარიზაცია შეამცირეთ, ზიზღს ნუ აფრქვევთო და რა ვნახეთ პარლამენტში, შეიძლება ასე ზიზღით ლაპარაკი? – ელისაშვილი
შემდეგი სტატიაშუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს გაწყვეტილი, არაფერი უნდა გაგიკვირდეს – ხაზარაძე ღარიბაშვილზე