ირაკლი ღარიბაშვილი ლეგენდარული ქართველი სოპრანოს, მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ლეგენდარული ქართველი სოპრანოს, მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული ქართველი სოპრანოს მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო.

მედეა ამირანაშვილი იყო ქართული და ევროპული საოპერო მუსიკის უბადლო შემსრულებელი და ქართული მუსიკალური ხელოვნების თავდადებული ქომაგი. სწორედ ამით დაიმსახურა მან ოპერის მოყვარულთა თუ ხელოვნების მოღვაწეთა დიდი სიყვარული და პატივისცემა.

ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და თანავუგრძნობ მის მსმენელს საყვარელი არტისტის გარდაცვალებას“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

banner
წინა სტატიაშიკლიჩკო – ახლა „სულელური იქნება“ საპრეზიდენტო ამბიციებზე ფიქრი, რადგან უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის საკითხი წყდება
შემდეგი სტატიააპარატი – საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით საკანონმდებლო დონეზე გადადგმული არაერთი პოზიტიური ნაბიჯის მიუხედავად, კვლავ პრობლემურია პრაქტიკაში მათი სათანადო რეალიზება