ირაკლი ღარიბაშვილი – ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია, ვულოცავ ლაშას და მთელ საქართველოს!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლაშა ბექაურს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ “Facebook”-ში წერს.

“პირველი ოქრო!

ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია! ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა! ვულოცავ ლაშას და მთელ საქართველოს!”- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ჩემი მთავარი კითხვაა – შეთანხმების ამ ნაწილიდანაც გადის ირაკლი კობახიძე?”
შემდეგი სტატიაუგულავა: ოპოზიცია გამოვიდეს პარლამენტიდან