ირაკლი ღარიბაშვილი – კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ბატონ ილჰამ ალიევს და მთელს აზერბაიჯანს მამათქვენის 100 წლის იუბილე

მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ბატონი ილჰამ ალიევის მამის, ლეგენდარული პიროვნების, ჰეიდარ ალიევის ღვაწლი ზოგადად ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანელ ხალხს ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილე მიულოცა.

„ასევე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ბატონი ილჰამ ალიევის მამის, ლეგენდარული პიროვნების, ჰეიდარ ალიევის ღვაწლი ზოგადად ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში. მისი როლი არის უაღრესად დიდი ამ ურთიერთობების განმტკიცების საქმეში. მან ძალიან დიდი საძირკველი ჩაუყარა. ჩვენ ახლახანს, ერთად დავათვალიერეთ გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს და კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ბატონ ილჰამ ალიევს და მთელს აზერბაიჯანს მამათქვენის 100 წლის იუბილე. ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა მოგესალმოთ ჩემო ძვირფასო მეგობარო, გისურვოთ მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ აზერბაიჯანთან გვინდა გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი პარტნიორობა და მეგობრობა, მე მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ნაყოფიერი შეხვედრა, ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ბატონ ილჰამ ალიევთან. რა თქმა უნდა, მიმოვიხილეთ ჩვენს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები. აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, გამორჩეული მეგობარი სახელმწიფო