ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დოჰას ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

საუბრისას აღინიშნა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები და მზადყოფნა გამოითქვა არსებული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი უმრავლესობას – ევროპამ დეოლიგარქიზაციაო – უკაცრავად, ბიძინა ივანიშვილზე რას აპირებთ?
შემდეგი სტატიაკობახიძე – შეგვიძლია დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი დავაკოპიროთ – კეზერაშვილი ოთხიდან სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ხაზარაძე – ოთხიდან სამს, სააკაშვილი ცალსახად არის ოლიგარქი