ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დოჰას ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

საუბრისას აღინიშნა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები და მზადყოფნა გამოითქვა არსებული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.

banner
წინა სტატიაშიკასპის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას ეძებენ
შემდეგი სტატიაუკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად, ქვეყანაში ინფრასტრუქტურის 20-დან 30 პროცენტამდეა განადგურებული