ირაკლი ღარიბაშვილი – კეზერაშვილი არის ნამდვილი ოლიგარქი, მთავრობიდან წასვლის შემდეგ როგორ მოახერხა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის აკუმულირება, კითხვა არ უჩნდებათ ჩვენ ვითომ ევროპელ მეგობრებს

დღეს კეზერაშვილი არის ნამდვილი ოლიგარქი, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტის სხდომაზე განცხადა, სადაც მთავრობის წლიური ანგარიშს განიხილავენ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ომის დროს კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, მთელმა ჯარმა ნახა გაქცეული თავდაცვის მინისტრი თავის კოლონით.

„ვინ არის დავით კეზერაშვილი – დღეს კეზერაშვილი არის ნამდვილი ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს სამივე ტელევიზიას „მთავარს“, „ფორმულას“, „ტვ პირველს“, აფინანსებს მათ ხელფასებს და ა.შ. ბატონი კეზერაშვილი მოპარული, ნაძარცვი ფულით. კითხვა რატომ არავის უჩნდება, მათ შორის „იპიპის“ სამას დეპუტატს. ეს კაცი იყო თავდაცვის მინისტრი, გენერალი დევი ჭანკოტაძე აქ არის და მან კარგად იცის, რას ვიტყვი. ომის დროს კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, მთელმა ჯარმა ნახა გაქცეული თავდაცვის მინისტრი თავის კოლონით.

კეზერაშვილი როგორც კი წავიდა მთავრობიდან, როგორ მოახერხა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის აკუმულირება საკუთარ ანგარიშებზე? კითხვა არ გიჩნდებათ მეგობრებო? კითხვა არ უჩნდებათ ჩვენ ვითომ ევროპელ მეგობრებს? აქ რომ ჩამოჰყავთ კუბილიუსი, კარლ ბილტდი, ფოტიგა და სხვები. კეზერაშვილის კომპანიას ერთი მილიარდი დოლარი ჰქონდა აუდიტირებული შემოსავალი. აუდიტის დასკვნის დოკუმენტი იქნა გამჟღავნებული 2013 წელს. კეზერაშვილის კომპანიას ერთი მილიარდის ბრუნვა ჰქონდა 2012 წელს. კითხვას გისვამთ ყველას, აქ რომ ხართ და წარმოაჩენთ, თითოს დიდი ევროპული დემოკრატიის მხარდამჭერები ხართ და მინდა, მივმართო თქვენს ლობისტებს – როგორ ხდება, რომ თავდაცვის მინისტრი მიდის, კაცი, რომელიც მოვიდა არაფრით და გახდა ასეულობით მილიონი დოლარის მფლობელი. კეზერაშვილი არის ოლიგარქი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი თავისი ოჯახით, სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მთავარი პრობლემა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ქალბატონი სალომე სამადაშვილი დადიოდა პირადად ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსო. იცნობდეთ ქვეყნის მოქალაქეს!