ირაკლი ღარიბაშვილი: კახა კალაძემ თავისი წარმატებული ბიოგრაფიით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა

მოდით ვთქვათ გულწრფელად, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, კახა კალაძემ საკუთარი საქმით დაამტკიცა, რომ იგი არის დედაქალაქის საუკეთესო მერი, მადლობა კიდევ ერთხელ კახას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კახა იყო ის ერთ-ერთი პირველი, რომელიც გვერდში დაუდგა ჩვენს „ქართულ ოცნებას“, და პარტიის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია.

„მინდა, რამდენიმე სიტყვით დავახასიათო ჩემი მეგობარი კახა კალაძე. 2012 წელი ვახსენე და მინდა ყველას გითხრათ, რომ პირველივე დღეებიდან კახა იყო, არის და მჯერა იქნება ავანგარდში, უსამართლობასთან, ჩაგვრასთან ბრძოლის წინააღმდეგ. კახა იყო ის ერთ-ერთი პირველი, რომელიც გვერდში დაუდგა ჩვენს დიდ ოჯახს, „ქართულ ოცნებას“, არის თანადამფუძნებელი ჩვენი დიდი ოჯახის, ჩვენი პარტიის, ჩვენს დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ ამ მართლაც წარმოუდგენელ გამარჯვებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კახა კალაძემ თავისი წარმატებული ბიოგრაფიით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა.

„კახამ თავისი წარმატებული ბიოგრაფიით, იქნებოდა ეს სპორტი, მთავრობაში მისი წარმატებული საქმიანობა მინისტრის და ვიცე-პრემიერის რანგში თუ ახლა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქის მერად მუშაობისას, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა. ყველა იმ სექტორში, სადაც ის მოღვაწეობდა, ყოველთვის მისი ხელწერა იყო განვითარება და პროგრესი. კახას შთამბეჭდავი სპორტული კარიერა აქვს. მისი მოკაშკაშე ბიოგრაფია ჩვენთვის ყველასთვის საამაყოა. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ კახას მიერ გადადგმული ნაბიჯები უკავშირდება მის მუხლჩაუხრელ შრომას, 24-საათიან შრომას განვითარებაზე, საკუთარ თავზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და იმ საქმეზე, რაც მას ავალია.

მოდით, ვთქვათ გულწრფელად, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, კახა კალაძემ საკუთარი საქმით დაამტკიცა, რომ იგი არის საუკეთესო მერი დედაქალაქის. მადლობა კიდევ ერთხელ კახას. კახამ ძალიან ბევრი საქმე გააკეთა ჩვენი ქალაქის გასალამაზებლად, ძალიან ბევრი პრობლემა მოაწესრიგა, მოაგვარა. მან წარადგინა საკუთარი ხედვა შემდგომი განვითარების, რომელიც ეხება ინფრასტრუქტურას, ტრანსპორტს, გამწვანებას და ა.შ.

მე ვიცი, რომ კახა კიდევ უფრო ბევრს გააკეთეს ჩვენი დედაქალაქისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიკახი კალაძე: ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ თქვენ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებას
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო