ირაკლი ღარიბაშვილი: ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრაზე ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები განვიხილეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

“მივესალმები ჯეიმს აპატურაის ვიზიტს თბილისში. განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, ასევე საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები ევროატლანტიკურ გზაზე და ინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ განზომილებაში მეტი წინსვლის აუცილებლობა”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიხულოში დღეს 4 მოქალაქე 100 წლის გახდა
შემდეგი სტატიადარჩით ჩვენს მეგობრად! – საქართველოს პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა