ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურად 30 მაისს, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრით დაიწყება. გარდა ამისა, დაგეგმილია სხვა მაღალი დონის შეხვედრები.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი გვირგვინით შეამკობს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს. საქართველოს მთავრობის მეთაურს საპატრიარქოში უმასპინძლებს იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოს III.

banner
წინა სტატიაშიმირჩა ჯოანა – ნატო აღარ არის ვალდებული, თავი შეიკავოს ძალების გაფართოებისგან აღმოსავლეთ ევროპაში
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა სტამბოლის ქართული კათოლიკური ასოციაციის თავმჯდომარე პოლ ზაზაძე ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა