ირაკლი ღარიბაშვილი Ipsos-ზე – არავითარ სანდოობას არ იწვევს ეს ორგანიზაცია და მათ მიერ ჩატარებული კვლევები

არ არის სარწმუნო და არავითარ სანდოობას არ იწვევს ეს ორგანიზაცია და მათ მიერ ჩატარებული კვლევები, ვინაიდან, ამ ყველაფერს აკეთებს ლევან თარხნიშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Ipsos-ის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ლევან თარხნიშვილი, სააკაშვილის დროს, იყო ცესკოს თავმჯდომარე, მთავარი გამყალბებელი სააკაშვილის არჩევნების და მის მიერ ჩატარებული მიკერძოებული, გაყალბებული კვლევები არ არის სანდო არავისთვის.

„დღეს რაც ვიხილეთ, არ ვიცი ამაზე რა კომენტარი შეიძლება გავაკეთოთ ადამიანებმა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ, რა თქმა უნდა, არ არის სარწმუნო და არავითარ სანდოობას არ იწვევს ეს ორგანიზაცია და მათ მიერ ჩატარებული კვლევები, ვინაიდან, ამ ყველაფერს აკეთებს ლევან თარხნიშვილი. შევახსენოთ საზოგადოებას, ვინ არის ლევან თარხნიშვილი. ლევან თარხნიშვილი, სააკაშვილის დროს, იყო ცესკოს თავმჯდომარე, ანუ მთავარი გამყალბებელი სააკაშვილის არჩევნების, ხალხის ხმების მომპარავი, ჩვეულებრივი ქურდი. ამ ადამიანის მიერ ჩატარებული მიკერძოებული, გაყალბებული კვლევები, რა თქმა უნდა, არ არის სანდო ჩვენთვის, არავისთვის. დღეს რაც მოხდა, ეს ხომ საერთოდ გამაოგნებელია, კატასტროფაა პირდაპირ. თუ გახსოვთ ის ფაქტი, როდესაც სააკაშვილს შეეშალა, ჯგუფში აგზავნიდა დავალებას, მესიჯს და დაეპოსტა შემთხვევით „ფეისბუქზე“, დაახლოებით ის მოუვიდა Ipsos-ს და ამ თარხნიშვილის კორპორაციას“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი: ეს არის შოუ და სპექტაკლები, რაც სააკაშვილმა დადგა შიმშილობასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – გამორიცხულია სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება, ასევე გამორიცხულია მისი გადაცემა უკრაინისთვის