ირაკლი ღარიბაშვილი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მუდმივ მფლობელობაში გადმოეცა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, მადლობას ვუხდი ინდოეთის მთავრობას

ინდოეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს გადმოეცა მუდმივ მფლობელობაში, გოაში, წმ. ავგუსტინის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებში გათხრების დროს აღმოჩენილი წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, რომელიც ბატონმა მინისტრმა თავად ჩამოაბრძანა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიან ჯაიშანკართან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, მადლობა გადაუხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრემიერ-მინისტრსა და ინდოელ ხალხს.

„დღევანდელი ვიზიტი არის ისტორიული. ეს გახლავთ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი სტუმრობა ჩვენს ქვეყანაში. ბატონი მინისტრი უდიდესი მისიით ჩამობრძანდა დღეს თბილისში. ინდოეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს გადმოეცა მუდმივ მფლობელობაში, გოაში, წმ. ავგუსტინის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებში გათხრების დროს აღმოჩენილი წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, რომელიც ბატონმა მინისტრმა თავად ჩამოაბრძანა საქართველოში. მე მინდა, ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სახელით, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბატონო მინისტრო, თქვენს პრემიერ-მინისტრს, თქვენს მთავრობას და ინდოელ ხალხს. ეს ფაქტი არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის. ჩვენ ამას დიდად ვაფასებთ. ჩვენ გვჯერა, რომ დღევანდელი დღე იქნება განმსაზღვრელი ჩვენი მომდევნო თანამშრომლობის, ჩვენი მეგობრობის ხალხებს შორის და მთავრობებს შორის“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი – 5 ივლისი იყო იმედგაცრუების დღე საქართველოსთვის
შემდეგი სტატიაგლდანის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩართულობით, 71 პროექტი განხორციელდა