ირაკლი ღარიბაშვილი – იმედი გვაქვს, რომ საქართველო-ნატოს განახლებული არსებითი პაკეტი მომავალში კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისა და მოკავშირეებისგან

2020 წელი აღინიშნა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის მიღებით. ეს განახლებული შეთანხმება უფრო მას ამბიციურ დონეზე აიყვანს და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებზე მეტად იქნება მორგებული. მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მადლობა გადავუხადო ყველა მოკავშირეს აქტიური მხარდაჭერისა და ამ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობისთვის, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად გარე და შიდა უსაფრთხოების გამოწვევებისა საქართველო აძლიერებს რეფორმებს და წინ მივდივართ ინტეგრაციის პროცესში.

„იმედი გვაქვს, რომ საქართველო-ნატოს განახლებული არსებითი პაკეტი მომავალში კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისა და მოკავშირეებისგან. ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში და ჩვენი გამძლეობის გაზრდაში, ჩვენ ვაძლიერებთ რეფორმებს, დღის წესრიგს და წინ მივდივართ ინტეგრაციის პროცესში, მიუხედავად გარე და შიდა უსაფრთხოების გამოწვევებისა. ეფექტურობას დაფუძნებული მიდგომა, კვლავ რჩება ნატოს ღია კარის პოლიტიკის მთავარ ასპექტად ამიტომ, საქართველოს წინადადების, მისი თავდადების და ევროატლანტიკური უსაფრთხოების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ საქართველოს დაწინაურების დრო დადგა. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება სრულად შესრულდება, რაც კონკრეტულ და ხელშესახებ ნაბიჯებს გამოიწვევს, რომლებიც ევროატლანტიკურ ოჯახში სრულ წევრად ისახავს მიზნად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი – ბოლო დროინდელი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში, იწვევს წუხილს
შემდეგი სტატიაპოლიციამ ზუგდიდის ცენტრში მოპარული მანქანა იპოვა