ირაკლი ღარიბაშვილი – ილიას სიდიადე მის იდეებსა და ღირებულებებშია, იმ ღირებულებებში, რომლებიც ყველა თაობისთვის თანაბრად აქტუალური და ძვირფასია

114 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ილია მოუკლეს. ილია ჭავჭავაძემ მთელი სიცოცხლე დიდ ქართულ საქმეს – ეროვნული თვითშეგნებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების გაღვივებას მიუძღვნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ფასდაუდებელია.

„ის თავდადებით იბრძოდა ქართველი ერის უკეთესი მომავლისათვის და გადამწყვეტი წვლილი შეჰქონდა ეროვნული თვითგამორკვევის საქმეში, – სწორედ ამიტომ მოკლეს ილია.

ილიას სიდიადე მის იდეებსა და ღირებულებებშია, იმ ღირებულებებში, რომლებიც ყველა თაობისთვის თანაბრად აქტუალური და ძვირფასია.

ქართველი ერი მუდამ პატივს მიაგებს დიდი ილიას ნათელ ხსოვნას და არასოდეს დაივიწყებს მის ამაგს სამშობლოს წინაშე“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი აბასთუმნის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდა
შემდეგი სტატიახობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა