ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს პირისპირ შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, პირისპირ შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები და ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

პრემიერმა და პრეზიდენტმა ენერგეტიკულ და ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

ასევე, ყურადღება გამახვილდა ინვესტიციების მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა.

banner
წინა სტატიაში„ტრანსფორდის“ ხელმძღვანელობამ მოსამართლის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე: აზერბაიჯანს არანაირი შეკითხვა და არანაირი პრეტენზია საქართველოს მიმართ არ გააჩნია