ირაკლი ღარიბაშვილი – გვაქვს და ყოველთვის გვქონდა მზაობა იმისა, რომ გარკვეულ თამაშის წესებზე, მინიმალურ სტანდარტზე შევთანხმდეთ ჩვენს ოპოზიციასთან, როგორიც არ უნდა იყოს ის, მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, თუ მათი პოლიტიკა იქნება მიზანმიმართული ქვეყანაში დესტაბილიზაციაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ

გვაქვს და ყოველთვის გვქონდა მზაობა იმისა, რომ გარკვეულ თამაშის წესებზე, მინიმალურ სტანდარტზე შევთანხმდეთ ჩვენს ოპოზიციასთან, როგორიც არ უნდა იყოს ის, მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუ ეს წესები არ შეთანხმდა და თუ ოპოზიციის პოლიტიკა მიზანმიმართული იქნება იმაზე, რომ გამოიწვიონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, ხელისუფლება ამისთვისაც მზად არის.

„გვაქვს და ყოველთვის გვქონდა მზაობა იმისა, რომ გარკვეულ თამაშის წესებზე, მინიმალურ სტანდარტზე შევთანხმდეთ ჩვენს ოპოზიციასთან, როგორიც არ უნდა იყოს ის, მოგვწონს, თუ არ მოგვწონს. თუ ეს წესები არ შეთანხმდა და თუ მათი პოლიტიკა მიზანმიმართული იქნება იმაზე, თუ როგორ არიონ, დაანგრიონ ქვეყანა და გამოიწვიონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მათ შორის, მზად ვართ, დიახაც, მათ მიერ მართულ და კონტროლირებად ტელევიზიებშიც ვიაროთ, მოგცეთ ინტერვიუები, გაიმართოს რეალური, საქმიანი, შინაარსიანი დებატები და არა შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება და ჩხუბი“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი ჟურნალისტს – თქვენ წარმოადგენთ მაგალითად ტელეკომპანია „ფორმულას“, ბატონი კეზერაშვილი არის ტიპიური, კლასიკური წარმომადგენელი ოლიგარქობის
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი მეცენატი, რომელიც ქვეყანას ოდესმე ჰყოლია, ქველმოქმედი, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია, ეხმარება საკუთარ ქვეყანას, სამშობლოს