ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიას ფაქტორს ჰქონდა ორი მიზანი – პირველი, ის, რომ „ქართულ ოცნებას“ 43% არ აეღო და ასევე გახარიას როლი იყო ის, რომ დაახლოებით 7-8% წაეღო „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ნაწილიდან

ძალიან მარტივი წასაკითხი იყო თავიდანვე გახარიას პოლიტიკაში დარჩენა. ჩვენ ამის თაობზე არაერთი ანალიზი გვითქვმს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. კაცი იყო პრემიერ-მინისტრი, სრული ნდობით სარგებლობდე პარტიის დამფუძნებლისგან, მთელი გუნდისგან და გახდე სააკაშვილის მარიონეტი, ამას მოხერხება და დიდი „ჭკუა“ სჭირდება. თუმცა ეს მისი პრობლემები და პირადი ტრაგედიაა, – ამის სესაახებ საქართველოს პორემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, მას ჰქონდა ორი მიზაანი – პირველი, ის, რომ „ქართულ ოცნებას“ 43% არ აეღო დქა ასევე გახარიას როლი იყო ის, რომ დაახლოებით 7-8% წაეღო „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ნაწილიდან.

„ძალიან მარტივი წასაკითხი იყო თავიდანვე გახარიას პოლიტიკაში დარჩენა. ჩვენ ამის თაობზე არაერთი ანალიზი გვითქვმს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. კაცი იყო პრემიერ-მინისტრი, სრული ნდობით სარგებლობდე პარტიის დამფუძნებლისგან, მთელი გუნდისგან და გახდე სააკაშვილის მარიონეტი, ამას მოხერხება და დიდი „ჭკუა“ სჭირდება. თუმცა ეს მისი პრობლემები და პირადი ტრაგედიაა. მას ჰქონდა ორი მიზანი და მისია – პირველი, ის, რომ როგორღაც ჩვენ 43% არ აგვეღო. მათი გათვლა იყო, რომ გახარია გავიდა, ბატონი ივანიშვილის ფაქტორი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და არის ჩვენი პარტიის რეალობაში და ისტორიაში და ამ ფონზე მთი მოლოდინი იყო, რომ ჩვენი პარტია ვერ გადასცდებოდა არათუ 43, არამედ, 40%-ს. მათი მოლოდინი ეს იყო, ძალიან პრიმიტიული, ბავშვური გათვლა ჰქონდათ. ამ გათვლაში და პროვოკაციში თავიდანვე ჩაითრიეს გახარიია. პირველი მისია იყო, რომ 43% არ აგვეღო და მეორე – თბილისში გამართულიყო მეორე ტური კახი კალაძესა და ნიკა მელიას შორის. პირველი მოიხსნა მას შემდეგ, რაც ჩვენ გავაუქმეთ რაქტიკულად ეს შეთანხმება და შედეგიც ვნახეთ, ჩვენ 47% ავიღეთ. მეორე – ეს ხომ არ იყო ჩვეულებრივი არჩევნები, მათ დააანონსეს რეფერენდუმი, ყველაფერი ჩადეს, ჩადო პირადად სააკაშვილმა და მისმა ყველა აგენტ-მიკავშირემ, იქნებოდა ეს გახარია თუ სხვა სატელიტი პარტიები, „ლელო“ და ა.შ. ჩადეს ყველაფერი და მიიღეს ის, რაც მიიღეს – დაამთავრეს კრხით. ასე დაასრულეებენ ყველაფერს, როცა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გეგმავენ პროვოკაციას. რა თქმა უნდა, გახარიას როლი ეს იყო ის, რომ 7-8% დაახლოებით წაიღო ჩვენი შუაში მყოფი ამომრჩევლის ნაწილიდან, ასევე დაემატა მიხეილ საკაშვილის შემოსვლა თუ შემოპარვა და ეს ყველაფერი აისახა შედეგებზე. მაშინ, როდესაც ველოდით კახა კალაძის 53-54%-იან გამარჯვებას. თუმცა მე მჯერა, რომ უფრო მეტს აიღებს კახა მეორე ტურში და იმედი მაქვს, რომ დავხურავთ ამ თემას თბილისში და ძლიერად გაიმარჯვებს თბილისში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – შეთქმულებაზე, რომელიც დაგეგმეს ჩვენი სახელმწიფოს, სუს-ის, ეკლესიის წინააღმდეგ, ვგულისხმობ გავრცელებულ ფაბრიკაციას, გამოძიება ძალიან წინ მიიწევს, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და კანონის წინაშე ყველა ძალიან მკაცრად აგებს პასუხს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- გახარიას ღალატი 7- 8% დაგვიჯდა