ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე- ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი, რის გამოც უფრო მეტს ვიმსახურებდით, ჩვენს მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა და ომია, ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ და მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა

ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი, რის გამოც უფრო მეტს ვიმსახურებდით, ჩვენს მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა და ომია, ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ და მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2008 წელს ქართველმა ჯარისკაცებმა სამაგალითო გმირობა აჩვენეს, ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით, რწმენით და ჯარით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით კი ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, რაც, სამწუხაროა.

„ეს დღეები ჩვენ კარგად გვესმის, რომ საკმაოდ ემოციური დღეებია და მე მინდა, კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ ჩემი ხედვა. ამის თაობაზე საჯაროდაც ვისაუბრე და საჯაროდ გამოვთქვი ჩემი გულისტკივილი. ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი ჩვენი ქვეყნის, საქართველოსი, რის გამოც ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებდით და ასეთი მოქცევა არ შეიძლებოდა და იყო უსამართლო, სწორედ ის ფაქტებია, რომელიც მე ჩამოვთვალე- ჩვენს მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა, ომი. ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღადგინა დამოუკიდებლობა, 2008 წელს თქვენ, ჩვენმა ჯარმა აჩვენა სამაგალითო გმირობა. ჩვენ არავის ჯარს არ ვედრებით, მაგრამ ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით, ეს არის ჩვენი რწმენა, სარწმუნოება, ეკლესია და ჩვენი ჯარი, ჩვენი ხალხი, ჩვენი მეომარი სული. დღეს, სამწუხაროდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. რა თქმა უნდა, მე არავის წარმატება არ მშურს, პირიქით, მიხარია უკრაინელების წარმატებაც, მოლდოველებისაც და ყველასიც, მაგრამ საქართველო იმსახურებდა მეტს და თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანაში, ვიმსახურებთ ჩვენ. გასაგებია მეგობრებო, ჩვენ ყველას კარგად გვესმის დღეს მსოფლიოში სხვა კონიუნქტურაა, სხვა, ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს, მთელ მსოფლიოში, ჩვენ ამას მშვიდად უნდა შევხვდეთ და გავაგრძელოთ წინსვლა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ჩვენი ჯარის გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის დაცვა, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი მთავარი ოცნება, რომ ყველამ ერთ დღეს და ეს დღე რაც შეიძლება მალე დადგეს, შევხვდეთ გაერთიანებულ, ერთიან, ძლიერ საქართველოში, აი, ეს უნდა იყოს მთავარი გამაერთიანებელი იდეა ჩვენი ერის და ჩვენი ხალხის“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეულის გახსნაზე: ჩვენ, პატარა ქვეყანამ და ძალიან ძლიერმა ხალხმა ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ მსოფლიო თანამეგობრობისთვის. სხვა დიდ ერებთან შედარებით, გამორჩეული კონტრიბუცია გვქონდა ყველგან. საქართველო იმსახურებდა მეტს
შემდეგი სტატიაევროპული საბჭოს დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის – ირლანდიის პრემიერი