ირაკლი ღარიბაშვილი – ეს ქაოსი მალე დასრულდება, ამის გარანტიას ვიძლევი

არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს, ეს ქაოსი მალე დასრულდება, ამის გარანტიას ვიძლევი მე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ის დესტრუქციული მცდელობა, რომელთან გამკლავებაც უწევს სახელმწიფოს, არის მტრის ინტერესებში, რომელიც პირდაპირ ემთხვევა დესტრუქციული ოპოზიციის ინტერესებს.

„შემთხვევით არ მიხსენებია, არა ერთხელ მითქვამს და ყოველთვის გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს უნიკალური პერიოდი, 8-წლიანი პერიოდი ბიძინა ივანიშვილის მმართველობის იყო ის უნიკალური პერიოდი, როდესაც არც ომი ჰქონია, არც დესტაბილიზაცია, არც მნიშვნელოვანი საფრთხეები არ შეგვხვედრია. ამას სჭირდება შენარჩუნება, დაცვა და ამას მტკიცედ დავიცავთ. ამიტომ, ყველა ის დესტრუქციული მცდელობა, რომელთან გამკლავებაც გვიწევს, არის პირდაპირ ჩვენი მტრის ინტერესებში და აქ ჩვენი უსაფრთხოების საკითხები და ჩვენი მტრის ინტერესები პირდაპირ ემთხვევა დესტრუქციული ოპოზიციის ინტერესებს. ამავე კონტექსტში მინდა აღვნიშნო, თქვენ თუ კარგად გადახედავთ ბიოგრაფიებს, რომლებიც ახლა ამ ე.წ. შულავერის კომიტეტში იკრიბებიან, დარწმუნდებით, რომ საქმე გვაქვს ძალიან დიდ შიდა მტრობასთან, დიდ ღალატთან. აქედან გამომდინარე, ჩვენს სიმტკიცესა და პრინციპულობას ალტერნატივა არ აქვს, ასევე ჩვენი პოზიციების, ჩვენი სიმართლის მტკიცედ დაცვას. ჩვენ არავის არ მივცემთ საშუალებას, ჩვენს ქვეყანაში რაიმე დესტაბილიზაცია მოახდინოს. არათუ დესტაბილიზაცია, არამედ ეს გაუგებარი და ხელოვნურად შექმნილი ხმაურიც და ეს ქაოსი ძალიან მალე დასრულდება. ამის გარანტიას ვიძლევი მე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – მოვუწოდებ პავილიონისსა და მის მეგობრებს მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ოკუპაციასთან დაკავშირებით მიუღებელი განცხადებები
შემდეგი სტატიახუდადოვის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია