ირაკლი ღარიბაშვილი- ექიმებს სჭირდებათ დამატებით წახალისება და დაფასება, მადლობა უნდა გადავუხადოთ კიდევ ერთხელ ჩვენს ძვირფას, გმირ ექიმებს

ექიმებს სჭირდებათ დამატებით წახალისება და დაფასება, მადლობა უნდა გადავუხადოთ კიდევ ერთხელ ჩვენს ძვირფას, გმირ ექიმებს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშის და სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ დეპუტატების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს, ექთნებს და სანიტრებს 50%-ის ოდენობით სახელფასო დანამატი ერიცხებათ.

“ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს- მათ, ვინც ჩართულები არიან კოვიდის პროცესში, სახელფასო დანამატი ერიცხებათ 50%-ის ოდენობით. ექიმებს სჭირდებათ დამატებით წახალისება და დაფასება.

მადლობა უნდა გადავუხადოთ კიდევ ერთხელ ჩვენს ძვირფას, გმირ ექიმებს”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობას“ – კეზერაშვილს დააბრუნებინეთ ჯარისგან მოპარული, ნაძარცვი ფული, რომლითაც დღეს აქტიურად აფინანსებს პოლიტიკას საქართველოში, მათ შორის ტელევიზიებს და არაერთ პარტიას
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე- ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჯანსაღი, ჯანმრთელი თაობის გაზრდა და არა ნარკოტიკების წახალისება, ამიტომ ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ