ირაკლი ღარიბაშვილი – ე.წ. სანქციების დაწესება და რაღაც შეზღუდვების შემოტანა, ეკონომიკის ჩაკეტვა იქნებოდა სრული უპასუხისმგებლობა, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების ღალატი

ე.წ. სანქციების დაწესება და რაღაც შეზღუდვების შემოტანა, ვაჭრობა, ეკონომიკის ჩაკეტვა, იქნებოდა სრული უპასუხისმგებლობა, უფრო მეტიც, შეიძლება ამას ვუწოდოთ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების ღალატი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ე.წ. სანქციების დაწესება დაზიანდებოდა ქვეყანა და ხალხი.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში, გადახედეთ ჩვენი მმართველების დროს, გატარებულ პოლიტიკას. ეს არის ერთადერთი რეალურად სუვერენული, დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. რეალურად, ჩვენი ნაბიჯებით, დღითი დღე განვამტკიცებთ სუვერენიტეტს. ე.წ. სანქციების დაწესება და რაღაც შეზღუდვების შემოტანა, ვაჭრობა, ეკონომიკის ჩაკეტვა, იქნებოდა სრული უპასუხისმგებლობა, უფრო მეტიც, შეიძლება ამას ვუწოდოთ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების ღალატი. ვინმე თუ დაზიანდებოდა, დაზიანდებოდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხის ინტერესები, დღეს ასე თამამად ვერ ვისაუბრებდით, რომ გვაქვს ეკონომიკური სვლა, წინსვლა, სამუშაო ადგილები. 250 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ბოლო ორ წელიწადში.

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ამ ადამიანებს მივმართავ, სად ვიქნებოდით დღეს, ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში. როცა იყვნენ ხელისუფლებაში, მაშინ ვერ აირიდეს თავიდან ომი, ეს უბედურება დამართეს ქვეყანას, დიდი განსაცდელი მოუვლინეს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, დაკარგეს ტერიტორიები. ახლა რაც შეეხება მათ ქმედებას – ყველაზე მეტად ამაზე საუბარი არ სურთ, რადგან იციან, რომ მათ ჩაიდინეს ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი დესტრუქციული ომის პარტიის, ყველა გეგმა ჩაუვარდათ, სრული ფიასკო განიცადეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – უპასუხისმგებლო ომის პარტიას სანქციების დაწესებით უნდოდა მეორე ფრონტის გახსნის მიღწევა, ჩვენ ვთქვით, არ გადავდგამთ არცერთ ნაბიჯს, რომელიც დააზიანებს ეროვნულ ინტერესებს