ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ, რომ თითქოს სხვა მიზნები გვაკავშირებს და გვაქვს ვაზიანის აეროდრომთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვაზიანის ტერიტორიაზე დაახლოებით 900 ჰექტარი ფართობია თუ გადაწყდა ახალი აეროპორტის აშენება, დაახლოებით 350 ჰექტარი იქნება საჭირო.
„ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ვაზიანის ტერიტორიაზე დაახლოებით 900 ჰექტარი ფართობია, 900 ჰექტარი. ჩვენ თუ გადავწყვეტთ და საბოლოოდ კვლევები გვაჩვენებს ამას და გადაწყდება საბოლოოდ ამ ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის აშენება, დაახლოებით 350 ჰექტარი გვჭირდება მხოლოდ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენი ექსპერტების, მსოფლიოში ცნობილი, აღიარებული კომპანიების ჩართულობის შემდეგ და დეტალური კვლევების დასრულების შემდეგ. და ძალიან გთხოვთ მე ნუ მასწავლით ჯარის ან სიყვარულს, ან მნიშვნელობას.
მე ერთს ვურჩევდი ბატონ ჭანკოტაძეს, მას თუ აქვს მართლა რეალურად, ობიექტურად წუხს, პროტესტი გამოეცხადა, გამოეჩინა მაშინ, როდესაც მისი მინისტრი კეზერაშვილი ძარცვავდა ჯარს ომის დროსაც. ჯარის ბიუჯეტი გაძარცვა, ასეთი მინისტრი ყავდა და ხმას არ იღებდა. ეხლა რომ წარმოდგენილია და აქ კითხვებს მისვამს და კეზერაშვილის ფულით ფინანსდებიან ეს ადამიანები დღეს, რომ აქ ძალიან ცხარე კითხვებით გამოდიოდნენ, ნაძარცვი ფულით, ჯარის ნაძარცვი ფულით, დატერორებული ბიზნესის, ქართული ბიზნესის. ხომ კარგად გახსოვთ რა დღეში იყო მთელი ბიზნესი, ტერორის ქვეშ. ღამის 2-3 საათზე, ამის უამრავი ფაქტები ყველას ახსოვს, დაგავიწყდათ 10 წლის წინ ხდებოდა. მიყავდათ ოჯახის წევრები, მეუღლეები, შვილები გადააფორმებინებდნენ ბიზნესს, სახლებს, გააუბედურებდნენ ოჯახს და მერე გამოუშვებდნენ, როგორც მინიმუმ. აი ეს რეალობა იყო და რა გიკვირთ ახლა, ან როგორ ბედავთ საერთოდ კითხვებს როგორ გვისვამთ ჩვენ. რა აქვთ ამათ სალაპარაკო საერთოდ.
კეზერაშვილის მორიგი გმირობა ჩვენ კარგად ვიხილეთ, კაცმა თავისი, უნდა ვაღიაროთ ნახევრად ჭკვიანური სქემებით გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონრები, გაძარცვა მილიარდი დოლარი იქნა მოპარული, მილიარდი დოლარი. ამ ფულით ფინანსდება მთელი ეს მავნებლური ოპოზიცია, მაინც არაფერი არ უშველა და შემდეგ მათი ტელევიზიები და ა.შ. მათთან აფილირებული ეს პარტიები. არავითარი პროტესტი არ აქვთ, BBC გამოძიებას შეგახსენებთ ერთ -ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია. გერმანიის გამოძიების კონკრეტული შედეგები იქნა დამდგარი და ჩვენ, ჩვენი საგამოძიებო უწყებები ჩართულნი ვიყავით და იყო კოორდინირებული მუშაობა გერმანიის პროკურატურასთან და სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად, ბოლო 2- 3 წლის განმავლობაში, 2 წლის განმავლობაში, ამაზეა საუბარი და დღეს კითხვებს მისვამენ, შემდეგ პასუხის მოსმენა არ უნდათ იმიტომ, რომ იციან მიიღებენ პასუხს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.