ირაკლი ღარიბაშვილი – დიმიტრი შაშკინმა 7 აგვისტოს დატოვა საქართველო, ჩამოვიდა 19 აგვისტოს ავსტრიიდან, თავდაცვის მინისტრად დანიშნეთ შემდეგ ეს კაცი, კობა ნაყოფიამ დატოვა საზღვარი 7 აგვისტოს და შემდეგ შემოვიდა 20 აგვისტოს, ამაზე გაკეთებული იყო გადაცემები, სიუჟეტები და ბევრს მოგიწიათ თავის მართლება

დიმიტრი შაშკინმა 7 აგვისტოს დატოვა საქართველო, თავდაცვის მინისტრად დანიშნეთ შემდეგ ეს კაცი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კობა ნაყოფიამ დატოვა საზღვარი 7 აგვისტოს და შემდეგ შემოვიდა 20 აგვისტოს.

„ახლა წაგიკითხავთ გვარებს, წეღან რომ აღშფოთდით, ახლა უფრო აღშფოთდებით. დიმიტრი შაშკინი დაინიშნა თავდაცვის მინისტრად ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის. დიმიტრი შაშკინმა 7 აგვისტოს დატოვა საქართველო. თავდაცვის მინისტრად დანიშნეთ შემდეგ ეს კაცი. მიყურეთ ახლა და ასეა. 7 აგვისტოს დატოვა საქართველო, ჩამოვიდა 19 აგვისტოს ავსტრიიდან. ახლა თქვენი პარტიის თავმჯდომარე ვინ არის, გამახსენეთ? კობა ნაყოფია ვინ არის? კობა ნაყოფიამ დატოვა საზღვარი 7 აგვისტოს და შემდეგ შემოვიდა 20 აგვისტოს. ძალიან ბევრია, მთელი სიაა. ამაზე გაკეთებული იყო გადაცემები, სიუჟეტები და ბევრს მოგიწიათ თავის მართლება“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი დიდი ოცნებაა, რომ ერთიანი, ძლიერი საქართველო გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე – არავის არ მოგვწონს და ჩვენ გვინდა მართლაც ამ პოლარიზაციის დასრულება, მაგრამ როგორ უნდა მოვახერხოთ ამ ადამიანების პირობებში, მართლაც ვერ წამომიდგენია