ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 15 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება. ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უკვე გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა.

“ძირითადი თემები, რა თქმა უნდა, იქნება როგორც ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესები, და ის მოლაპარაკებები, რომელიც მისი უშუალო ინიციატივით და მედიაციით მიმდინარეობს. და ის ფაქტი, რომ მან საკუთარი წარმომადგენელი გამოაგზავნა და მისი ჩართულობით მიდის ეს პროცესი, მიანიშნებს რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოში სტაბილურობას”, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

მისივე განცხადებით, პრემიერი შარლ მიშელთან თბილისში ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიმეგრელიშვილი – დანიელსონი საქართველოში დარჩება იმდენ ხანს, რამდენიც ჩვენ დაგვჭირდება
შემდეგი სტატიავაშაძე – ნიკა გვარამიას ვერ ექნება ცენზორის უფლება ჩემს კვლევებთან დაკავშირებით