ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა აქვთ ხელზე დახვეული და ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაცია უნდა გააკეთოს ქვეყანამ; დეოლიგარქიზაცია ჩაიწერა უკრაინის შემთხვევაშიც, მოლდოვის შემთხვევაშიც

დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა აქვთ ხელზე დახვეული და ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაცია უნდა გააკეთოს ქვეყანამ. საუბრობენ ოლიგარქებზე და აბსტრაქტული ოლიგარქების როლზე ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშს წარადგენს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს თემა, დეოლიგარქიზაცია ჩაიწერა უკრაინის შემთხვევაშიც, მოლდოვის შემთხვევაშიც.

„რეალურად, ვთქვა, რომ ეს უკრაინას უფრო ეხება, ვიდრე ჩვენ. ჩვენ საერთოდ, მსგავსი პრობლემა არ გვაქვს, არც გვქონია და არც გვექნება. ერთი გამონაკლისი მინდა ვთქვა, რეალური ოლიგარქები, ახლა ძალიან უხაროდა ანა ნაცვლიშვილს, ქალბატონი ანა წარმოადგენს პარტიას, რომელიც ეკუთვნის მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც ჰქონდა რეალური სურვილი და განზრახვა, გამხდარიყო ოლიგარქი ბიზნესმენი, რომელსაც უნდა ემართა პოლიტიკა, მთავრობა, პარლამენტი და ა.შ. მინდა შევახსენო, ვის წარმოადგენს ქალბატონი ნაცვლიშვილი, ხაზარაძე არის ბიზნესმენი, ბანკირი, რომელმაც, იმის გამო, რომ ანაკლიის პორტი ვერ ააშენა, იმიტომ, რომ ფული არ დახარჯა და 3 მლნ დოლარი აქვს დახარჯული დღეის მდგომარეობით. ბატონი ხაზარაძე ანაკლიის პორტის არ აშენებისთვის, მინდა ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ კარგად, რამდენ ედავება საქართველოს ხომ არ იცით? ხომ არ იცით, ქალბატონო ანა ? 1.5 მლრდ დოლარს. ეს ხართ თქვენ, ეს არის თქვენი პარტია, ამიტომ მიიღეთ 1%. ეს არის ერთ-ერთი რეალური, ნათელი მაგალითი ოლიგარქობის მსურველი პოლიტიკოსისა, თუ ბიზნესმენის.
ბატონი კეზერაშვილი. ვინ არის ბატონი კეზერაშვილი ? დღეს კეზერაშვილი არის ნამდვილი ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს სამივე ტელევიზიას: მთავარს, ფორმულას, ტვ პირველს და აფინანსებს მათ ხელფასებს და ყოველთვიურ დანახარჯებს, ბატონი კეზერაშვილი, მოპარული, ნაძარცვი ფულით. კითხვა რატომ არავის არ უჩნდება, მათ შორის, “იპიპის” 300 დეპუტატს. ეს კაცი იყო თავდაცვის მინისტრი და ბატონი გენერალი დევი ჭანკოტაძე აქ არის და მისმენს, მან კარგად იცის რას ვიტყვი, ომის დროს კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, მან კარგად იცის, რასაც ახლა მოვყვები. მთელმა ჯარმა ნახა გაქცეული თავდაცვის მინისტრი თავისი კოლონით. კეზერაშვილი როგორც კი წავიდა მთავრობიდან, როგორ მოახერხა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის აკუმულირება საკუთარ ანგარიშებზე. კითხვა არ გიჩნდებათ, მეგობრებო? კითხვა არ უჩნდებათ ჩვენს ვითომ ევროპელ მეგობრებს? აქ რომ ჩამოჰყავთ კუბილიუსი, კარლ ბილდტი, ფოტიგა და სხვები. კეზერაშვილის კომპანიას 1 მლრდ დოლარი ჰქონდა აუდიტირებული შემოსავალი. აუდიტის დასკვნის დოკუმენტი იქნა გამჟღავნებული 2013 წელს „დელოიტი და ტუშის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიში, ანგარიშგება ვნახეთ ჩვენ ყველამ. კეზერაშვილი კუთვნილ კომპანიას 1 მლრდ დოლარის ბრუნვა ჰქონდა 2012 წელს. კითხვას გისვამთ ახლა ყველას, აქ რომ ხართ და წარმოაჩენთ თითქოს ძალიან დიდი ევროპული დემოკრატიის მხარდამჭერები ხართ და მინდა მივმართო თქვენს ლობისტებს, როგორ ხდება, რომ თავდაცვის მინისტრი მიდის, კაცი, რომელიც მოვიდა არაფრით და გახდა ასეულობით მილიონი დოლარის მფლობელი. კეზერაშვილი არის ოლიგარქი.
სად თქვეს და ვინ თქვა, რომ ივანიშვილი არის მთავარი ოლიგარქი, ეს არის ტყუილი. რეზოლუცია მიიღეს, თქვენს მიერ მომზადებული რეზოლუცია. მთავარი მინდა ვუთხრა ჩვენს ხალხს, მთელი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების 80%-ზე მეტი ელოდებოდა, ველოდებოდით ისტორიულ გადაწყვეტილებას, ამათ მოახერხეს ის, რომ რამდენიმე კვირით ადრე მათმა პარტნიორმა პარტიამ, მინდა იცოდეს ყველა მოქალაქემ, ვინც არის მომხრე ევროკავშირში ინტეგრაციის, მიიღეს ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი რეზოლუცია. ეს გააკეთეთ თქვენ, კიდევ უნდა გაგახსენოთ ბევრჯერ“ , – განაცხადა პრემიერმა.

წინა სტატიაშიდღეს მოვისმინეთ „ნაცმოძრაობის“ ათი წლის წინანდელი რეჟიმის ანგარიში, ეს არ იყო იმ ქვეყნის პრემიერის ანგარიში, რომელიც დღე-დღეზე ელოდება გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან – ბუჩუკური
შემდეგი სტატიაკახა კალაძე მედიის წარმომადგენლებს: მე გისვამთ კითხვას თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს – საქართველო იმსახურებდა კანდიდატობის სტატუსს?