ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციაზე – გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან; ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ არის ეს გამოწვევა, მაგრამ ამ საკითხსაც ისეთივე პასუხისმგებლობით შევასრულებთ, ამ პირობას, როგორც სხვა დანარჩენს

როდესაც ვთქვი, რომ ჩვენს მიერ გასაკეთებელ ყველა პირობას პირნათლად შევასრულებთ, მე ამას ვგულისხმობ და ეს არ არის ლიტონი დაპირება. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმას ეხებოდა.

დეოლიგარქიზაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კი მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონსულტაციები იქნება ბრიუსელთან უფრო მეტი კონკრეტიკის და განმარტების მისაღებად.

„საკითხი, რომელიც თქვენ ახსენეთ, დეოლიგარქიზაცია, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან, უფრო მეტი კონკრეტიკის და განმარტების მისაღებად, თუ რა მოლოდინები არსებობს, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ აღნიშნული კანონის მიღება. ჩვენ გვითხრეს, რომ უკრაინას აქვს ანალოგიური კანონი მიღებული, თუმცა აქვე აღინიშნა, რომ არ არის სრულყოფილი და ა.შ. ჩვენ ამ თემას, რა თქმა უნდა, ჩავუღრმავდებით. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პირობა სამივე ქვეყანას განესაზღვრა და მოდით, ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ არის ეს გამოწვევა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხსაც ისეთივე პასუხისმგებლობით შევასრულებთ, ამ პირობას, როგორც სხვა დანარჩენს, პირველის გარდა“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი ჟურნალისტს – ბატონმა მიშელმა, ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ბატონმა მაკრონმა, ყველამ თქვა, რომ საქართველოს მიეცემა სტატუსი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ვაღიაროთ, რომ საჩუქრის შემდეგ პოლარიზების დასრულების მოტივაცია აღარ იქნებოდა, ახლა მეტი მოტივაცია გვაქვს, მმართველ ძალასაც და ოპოზიციასაც, რომ ეს პირობა შევასრულოთ