ირაკლი ღარიბაშვილი დავით ხაჯიშვილს – სტრასბურგში 152 საქმე იქნა გაგზავნილი წელს, თქვენს დროს იყო 4 000, 5000, გამამტყუნებელი განაჩენი იყო 99%, გესმით რა ხდება?!

მთავრობის მეთაური პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. პრემიერმა დავით ხაჯიშვილის კითხვას გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით ასე უპასუხა:

„მე არ ვიცი რა გამოუძიებელი საქმეებია, ყველაფერი გამოძიებულია, თუ რამე კითხვები გაქვთ, მიმართეთ სასამართლოს, ან მიბრძანდით სტრასბურგში. კიდევ გახსენებთ, რომ სტრასბურგში 152 საქმე იქნა გაგზავნილი წელს, თქვენს დროს იყო 4 000, 5000, გამამტყუნებელი განაჩენი იყო 99%, გესმით რა ხდება?!,“- მიმართა მთავრობის მეთაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას – გინდათ, რომ აადუღოთ სიტუაცია, პოლარიზება, შფოთვა, რაღაც არეულობა შემოიტანოთ საზოგადოებაში და ამყოფოთ მუდმივად დაძაბულობის რეჟიმში ჩვენი ხალხი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი დიდი ოცნებაა, რომ ერთიანი, ძლიერი საქართველო გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი