ირაკლი ღარიბაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდებული ქალაქი და ქვეყანა გაუძლებენ ბოროტი ძალების თავდასხმებს

იმ სახელმწიფო მოხელის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომელიც ბიზნესს ხელოვნურ ბარიერებს შეუქმნის-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და მიმართვა 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტებზე საუბრით დაიწყო. პრემიერმა ფრანგ ხალხს სამძიმარი და თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

“პარიზის ტრაგიკულმა მოვლენებმა უდიდესი გავლენა მოახდინა მთელ მსოფლიოზე და, რა თქმა უნდა, საქართველოზეც; სიტყვები არ მყოფნის, რომ ამ მწუხარების ჟამს გამოვხატო ჩვენი თანადგომა და მწუხარება თქვენი მსხვერპლის გამო. ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ასეთ მძიმე ვითარებაში თქვენი ხალხის უპრეცედენტო თავშეკავებამ, სიმტკიცემ და სიმხნევემ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მე წილად მხვდა პატივი, ვყოფილიყავი სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი. პარიზს ყოველთვის მივიჩნევდი მეორე სახლად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდებული ქალაქი და ქვეყანა გაუძლებენ ბოროტი ძალების თავდასხმებს, რომელთა მიზანიცაა გაანადგურონ ყოველივე ის, რის აშენებასაც ჩვენ, ამ დარბაზში შეკრებილნი, ვცდილობთ. გარწმუნებთ, ამ ძნელბედობის ჟამს მე და ქართველი ხალხი თქვენ გვერდით ვდგავართ და მზად ვართ ნებისმიერი სახის დახმარებისთვის“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით ტერორიზმი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ არსებობს გამოწვევები, რომლებსაც ვერც ერთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება. ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობის, თანამშრომლობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს, როდესაც ტერორისტები ცდილობენ საზოგადოების დაყოფას არა მხოლოდ პარიზში, არამედ ლიბანში, მალიში, ეგვიპტეში, ნიგერიაში, თურქეთში, ტუნისსა და მსოფლიოს სხვა წერტილებშიც, მნიშვნელოვანია ერთად დგომა იმ პროგრესის დასაცავად, რომელსაც მსოფლიომ ბევრ სფეროში მიაღწია.

banner
წინა სტატიაშიობამას თქმით მსოფლიო კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა გაერთიანდეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ამ მძიმე გამოწვევების ფონზე ხანგრძლივი პერსპექტივების ხედვა არ უნდა დავკარგოთ