ირაკლი ღარიბაშვილი – დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება არის უზნეო საქციელი, რაც მევალებოდა მე, როგორც ხელისუფალს, ყველაფერი გავაკეთე, გადმოსვენებიდან, მათი ღირსეული, სამხედრო პატივით დაკრძალვის ჩათვლით, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს

კიდევ ერთხელ გირჩევთ, დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება არის უზნეო საქციელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, დაღუპულთა გადმოსვენებიდან, სამხედრო პატივით მათი დაკრძალვის ჩათვლით.

„რაც მევალებოდა მე, როგორც ხელისუფალს და მთავრობას, ყველაფერი გავაკეთე. დაწყებული მათი გადმოსვენებიდან, დამთავრებული მათი ღირსეული, სამხედრო პატივით დაკრძალვით. დანარჩენი ყველაფერი არის უბრალოდ სპეკულაციები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი თელავში, „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – არ მაინტერესებს ვინ სად წავიდა, „ნაციონალური მოძრაობის“ რომელი პროვოკატორი, ვინ რას აკეთებს და აცხადებს; ომის პარტიას და ომის მსურველებს მინდა ვუთხრა შემდეგი, რომ მეორე ფრონტი ქვეყანაში არ იქნება