ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებაში ერთად გამოჩდნენ

პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებაში დღეს პირველად ბიძინა ივანიშვილთან ერთად გამოჩნდა. ექსპრემიერი და პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ამაღლების ეკლესიაში იმყოფებოდნენ, სადაც გიორგი კვირიკაშვილის დედის ხსოვნას მიაგებს პატივი.

არც ივანიშვილს და არც ღარიბაშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა. ამის შემდეგ მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს უფლებამოსილება შეუწყდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თანახმად პრემიერის პოსტს გიორგი კვირიკაშვილი დაკავებს.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმცირესობა მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრას ქუთაისში ითხოვს
შემდეგი სტატიავანო მაჭავარიანი: ეს მოსალოდნელი მოულოდნელობა, როგორც ჩანს, ძალიან დიდხანს მზადდებოდა