ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენს მიერ გატარებული გონივრული და ეროვნული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ პირველ 6 თვეში, ივნისის ჩათვლით, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

ჩვენს მიერ გატარებული გონივრული და ეროვნული პოლიტიკის შედეგად ჩვენ პირველ 6 თვეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროპელი კოლეგები გაოცებულები არიან თუ როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა.

“ახლა რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მიერ გატარებული გონივრული და ეროვნული პოლიტიკის შედეგად ჩვენ პირველ 6 თვეში, ივნისის ჩათვლით გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10.5 პროცენტი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, ეს არის დიდი გამონაკლისი დღეს მსოფლიოში, მე მაქვს ხშირი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ ლიდერებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან და ძალიან გაოცებულები არიან როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა. რა თქმა უნდა, კარგად მოგეხსენებათ რომ ლარიც განაგრძობს გამყარებას ეს ყველაფერი ხელს უწყობს რომ უფრო მეტი დოვლათი შეიქმნას ქვეყანაში, ბიზნესი არის ძალიან გააქტიურებული, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი იქმნება, ათასობით სამუშაო ადგილი და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ ტენდენციას მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ გავაძლიერებთ და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ,”-განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა სასამართლოს შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ ქვეყნის სასამართლო რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეულია.

“ჩვენი სასამართლო ერთ-ერთი გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ის კი არა, ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას ვუსწრებთ მიღწევებით, ანგარიშვალდებულებით და გამჭვირვალობით”, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ვქმნით და ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას, ნებისმიერ მოქალაქეს და მითუმეტეს პოლიტიკოსს აქვს უფლება გაემიჯნოს გუნდს, რა თქმა უნდა სამწუხაროა, მაგრამ მათ ეს გზა აირჩიეს
შემდეგი სტატიაპუტინის არმიის საჰაერო თავდასხმას 53 სამხედრო ტყვე ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა