ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი ქვეყნის პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციასთან, ჩვენი მთავრობის პოზიცია არის ნაკარნახევი ჩვენი ეროვნული ინტერესებით

ჩვენი ქვეყნის ოფიციალური პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2014 წლიდან საქართველო უერთდება ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ;

„წელს, 28 თებერვალს, საქართველო მიუერთდა ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს დონეცკსა და ლუგანსკზე. სანქციებთან მიმართებით საქართველოს მსგავსი პოზიციები აქვს არაერთ ქვეყანას. ჩემს მიერ გამოგზავნილ წერილში დეტალურად მაქვს განმარტებული ყველა ის ღონისძიება, რასაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს, ასევე მინდა გითხრათ, რომ ზოგადად, სანქციებთან მიმართებაში არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენი მთავრობის პოზიცია არის ნაკარნახევი, რა თქმა უნდა ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა პირველ რიგში და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქვეყანა არ იმსახურებს არაჟნის კონტეინერით, უკანასკნელი კონტრაბანდისტივით შემოპარულ ყოფილ პრეზიდენტს – სამხარაძე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ არ მივცემთ არც ერთ სანქცირებულ კომპანიას, თუ ფიზიკურ პირს საშუალებას, საქართველო გამოიყენოს სანქციების გვერდის ავლის მიზნით, არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არაერთი ცილისწამება გვესმის, როგორც ოპოზიციის ასევე, სამწუხაროდ, უკრაინის მთავრობის მხრიდან