ირაკლი ღარიბაშვილი -ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს; გვაქვს ყველა რესურსი და საშუალება იმისთვის, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ; დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება, მილიონ-ნახევარი მოქალაქის აცრა

თუ მთავრობას ჩვენი მოქალაქეები არ დაუდგნენ მხარში, ისევე, როგორც დაუდგნენ შარშან, როდესაც დაიწყო პანდემია, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ; ვაქცინები ადგილზეა, იმაზე მეტი, რაც საჭიროა. კიდევ შემოვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს.

„მილიონ-ნახევარი ვაქცინა ადგილზეა, მილიონ-ნახევარი გზაშია და შემოვა სულ რაღაც რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ვაქცინაცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თქვენი, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი მეგობრების, ახლობლების, მშობლების და შვილების.

მეორეს მხრივ, ეკონომიკის შენარჩუნება. ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. მოგვიწევს შემდეგ ისევ დაკეტვა, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. მე მინდა, რომ წინასწარ პრევენციული განცხადებები გავაკეთო და არ მინდა, რომ ეს მოხდეს. ამას, რა თქმა უნდა, შემდეგ დაემატება ის, რომ ქვეყანას დამატებით დასჭირდება ვალის აღება, ეს დააწვება ტვირთად ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას და ზოგადად, ძალიან გართულდება სიტუაცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვაქვს ყველა რესურსი და საშუალება იმისთვის, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ. ჩვენ, დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება, მილიონ-ნახევარი მოქალაქის აცრა. ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი -ჩვენს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კონკრეტული შედეგი გამოიღო, რაც აისახა იმაში, რომ აპრილის თვეში ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა
შემდეგი სტატია„ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე: ლამის ბიბლიად აქციეს მიშელის დოკუმენტი