ირაკლი ღარიბაშვილი- ჩვენი მთავარი მიზანი უსაფრთხო გარემოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა

ჩვენი მთავარი მიზანი უსაფრთხო გარემოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

“საქართველო აფასებს COVID-19-ის პერიოდში ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დაინტერესებას, მხარდაჭერას და აქტიურ ჩართულობას საქართველოს საარჩევნო პროცესის მონიტორინგში. ჩვენი მთავარი მიზანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უსაფრთხო გარემოში, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ტელევიზიიის პირველი არხის ერთ-ერთი პირველი დიქტორი ალექსანდრა მაჭავარიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაცესკოს თავმჯდომარემ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა