ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი ქვეყანა აფხაზი და ოსი ძმებისთვის მიმზიდველი გახდეს

ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვით უსაფრთხოებაზე ისაუბრა.

“ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, იგი მიზნად ისახავს მხოლოდ თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდას და რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას,”- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზეთსა და ოსებთან ურთიერთობებზეც გაამხვილა ყურადღება.

“ვცდილობთ გავააქტიუროთ ურთიერთობა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, მოხდეს ნდობის აღდგენა, ამ პროცესში ყველას დიდი პასუხიმგებლობა გვეკისრება. ჩვენი მიზანია, ჩვენი ქვეყანა საბოლოო ჯამში მიმზიდველი გახდეს აფხაზი და ოსი ძმებისთვის,”- განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო არ შეიწყნარებს რელიგიურ ექსტრემიზმს
შემდეგი სტატია5 წლის შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს კვლავ არ აღიარებს